შ.პ.ს.
სახანძრო სიგნალიზაცია
”ნაპერწკალი”

 


პარტნიორი საიტები

სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა ADR-3000

მოკლე აღწერა

      ციფრული ტექნოლოგიების ბაზაზე დაფუძნებული სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა უზრუნველყოფს ყველა სამისამართო მოწყობილობის ცალ-ცალკე მონიტორინგს და მართვას, გარემო პირობებისაგან დამოკიდებულებით ყველა დეტექტორის მგრძნობიარობის ინდივიდუალური დარეგულირებას, შემავალი და გამავალი  მოწყობილობების ჩართვისათვის ბრძანების მიწოდებას.
სისტემის მეხსიერება უზრუნველყოფს  დროის და ადგილის ინფორმაციის მატარებელი შეტყობინებების შენახვას არა ნაკლებ 500 (ხუთასი) შეტყობინების , თავისუფლად იძლევა მათი გამოტანის საშუალებას თხევადკრისტალურ დისპლეიზე ან მონიტორზე, შესაძლებელია მათი ამობეჭდვაც. სისტემა აღრიცხავს ნებისმიერი არასტანდარტული სიტუაციას რეალურ დროში, მათ შორის განგაშის სიგნალების, უწესივრობის, დაზიანებების ან სხვა შეტყობინებებს. აგრეთვე გააჩნია სისტემასთან არასანქცირებული მუშაობისაგან დაცვის უზრუნველყოფა.
სახანძრო სიგნალიზაციის  სისტემის -  საკონტროლო პანელის  მუშაობა დაფუძნებულია მოწინავე სამისამართო-ანალოგიური მოწყობილობების გამოყენებაზე. პანელი იძლევა გარე მოწყობილობების მართვისა და მონიტორინგის საშუალებას.

სისტემასთან მიერთების შესაძლებლობები

    სისტემა უზრუნველყოფს შემდეგი  ტექნიკური საშუალებების მიერთებას:
შესასვლელი მოწყობილობებიდან:
-  სამისამართო-ანალოგიური შესასვლელი მოწყობილობები: იონიზაციისა და ფოტოელექტრონული კვამლის დეტექტორები (მაუწყებლები), ფიქსირებული და დიფერენციალური თბური დეტექტორები (მაუწყებლები), ნიხშირჟანგის დეტექტორები, კომბინირებული მულტისენსორული დეტექტორები, შესასვლელი ინტერფეისული პლატები, ხელის სახანძრო მაუწყებლები და სხვა;
-  უმისამართო შესასვლელი მოწყობილობების (ჩვეულებრივი, სხივური და აალების დეტექტორები) მიერთება სამისამართო-ანალოგიური ინტერფეისული მოდულების მეშვეობით  
გამოსასვლელი მოწყობილობებიდან:
-  უშუალოდ საერთო არხების გამოყენებით ან როგორც სამისამართო-ანალოგიური გამომავალი მოწყობილობა ინტერფეისული პლატების მეშვეობით, სხვადასხვა მაუწყებლების და შემსრულებელი მოწყობილობების, როგორიცაა სასიგნალო ზარები, სირენები, ავტომატური ხანძარმქრობი მოწყობილობები, ავტომატური დამრეკი მოწყობილობა, მოშორებით განლაგებული სიგნალიზატორები, კარებების მაგნიტური ჩამკეტები  და ა.შ.

ქსელში მუშაობა
სისტემა იძლევა გაფართოების საშუალებას ერთრანგიან ქსელში არანაკლებ 32 საკონტროლო პანელის გაერთიანებით, რომლებიც განლაგებულები არიან ერთ ან რამოდენიმე შენობაში. ასეთი  კონფიგურაცია უზრუნველყოფს 16256 მისამართის გამოყენებას.. თვითოეულ  საკონტროლო პანელს შეუძლია რეაგირება სხვა პანელიდან შემოსული  განგაშის ან უწესივრობის სიგნალზე.
სისტემის ინტერნეტის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა სახანძრო სიგნალიზაციის პანელის საშუალებით, უზრუნველყოფს სისტემის მონიტორინგს ლოკალური და მსხვილმაშტაბიანი ქსელების (LAN/WAN) საშუალებით, ასევე ინტერნეტით სტანდარტული ბრაუზერის ან შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. ჩამონტაჟებული ქსელური სერვერის მეშვეობით
განგაშის ან უწესივრობის სიგნალის შესაბამისი შემთხვევების გადაცემა ელექტრონული ფოსტით ან SMS –ით.

დამატებითი მოწყობილობები
სისტემის სამისამართო ანალოგიურ საკონტროლო პანელს  გააჩნია შემდეგი დამატებითი მოწყობილობების მიერთების შესაძლებლობა და დაკომპლექტება, რომელთა რიცხვს განეკუთვნებიან:
-     ინტერნეტის საშუალებით მოქმედი დისტანციური მაუწყებლობისა და მონიტორინგის პანელი;
-     ავტომატური ხანძარსაქრობი მოწყობილობის მართვის ბლოკი;
-     მონიტორინგისა და შეტყობინების მოდული;
-     ქსელის კომუნიკაციის მოდული;
-     მოდემი;
-     სამისამართო-ანალოგიური გარე კვების ბლოკი და ბატარეების დამტენი მოწყობილობა.

ტექნიკური პარამეტრები
ციფრული ტექნოლოგიების ბაზაზე დაფუძნებულ  ისრაელის ფირმის "TELEFIRE"’-ს სახანძრო სიგნალიზაციის სისტემას გააჩნია სხვა ანალოგიურ სისტემებთან შედარებით მეტი უპირატესობა და აქვს შემდეგი ტექნიკური პარამეტრები:
სისტემაში გაერთიანებული ობიექტების ცენტრალიზებული მონიტორინგი და კონტროლი.
სისტემის ფუნქციონირება გამოირჩევა მაღალი საიმედოობით.
ცვლადი დენით კვების შეწყვეტის შემთხვევაში 30 წუთის განმავლობაში არ წყდება სისტემის ფუნქციონირება;
-  მოდულური სტრუქტურა 4 შლეიფისათვის თითოეული 127 მისამართზე;
- სამისამართო დიაპაზონი 508 მისამართზე;
- ქსელში (LAN/WAN/INTERNET) გაერთიანების და მუშაობის შესაძლებლობა;
- დისტანციური მართვისა და მონიტორინგის განხორციელება ინტერნეტისა და დისტანციური კონტროლისა და მონიტორინგის პანელის მეშვეობით, შეტყობინება ელექტრონული ფოსტისა და SMS გზავნილების მეშვეობით;
- ობიექტების საკონტროლო პანელიდან მიერთებული ნებისმიერი გამომავალი მოწყობილობის გააქტიურება საკონტროლო პანელის შესასვლელებზე მიერთებული მოწყობილობებიდან (ზონებიდან) მიღებული შეტყობინებების ლოგიკური დამუშავების შედეგების შესატყვისად;
- განგაშის სიგნალზე რეაგირების დრო არა უმეტეს  1 წმ-ისა;
- შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფითა და სტანდარტული RS-232 ინტერფეისით პერსონალური კომპიუტერით მოწყობილობის პროგრამირება, მართვა, დისპლეიზე ობიექტის სქემის გამოტანა, სისტემის ტექნიკური მომსახურეობა;
- სისტემის მუშაობისათვის პროგრამირების ყველა პარამეტრის ჩატვირთვის შესაძლებლობა საკონტროლო პანელიდან პერსონალური კომპიუტერის გამოყენების გარეშე;
- პროგრამული უზრუნველყოფის და მართვის სისტემის განახლების შესაძლებლობა დისტანციურად;
- სისტემაში არასანქციონირებული დაშვების აღკვეთა;
- განგაშის ან სისტემის უწესივრობის შეტყობინებების გამოტანა დისპლეიზე;
- არანაკლებ 4 რიგიანმა და თითოეული რიგის 40 სიმბოლოიანმა თხევად კრისტალური მნათი დისპლეი უზრუნველყოფს ყველა შემთხვევის ასახვსა დისპლეიზე;
- დეტექტორებში და საკონტროლო პანელში ჩადებულმა სიგნალების დამუშავების პრინციპი უზრუნველყოფს განაწილებული ლოგიკური ფუნქციების გამომუშავებას შემსრულებელი მოწყობილობების ასამოქმედებლად (ავტომატური ხანძრის ქრობის ბლოკი, სასიგნალო ნათურა, სავენტილაციო საგდულების გახსნა, სხვადასხვა დანიშნულების კარებების ჩაკეტვა-გაღება, ელენერგიის გამორთვა და ა.შ.);
- დეტექტორების სტაბილური მგრძნობიარობის შენარჩუნება, მათი გაჭუჭყიანებისა და გარემო პირობების ცვლილების პროცესში და დღე-ღამის განმავლობაში მათი ადაპტაცია სამუშაო საათებთან;
- ტექნიკური მომსახურეობის ჩატარების სიგნალის-რეკომენდაციის გამომუშავება დეტექტორის გასასუფთავებლად;
- სამისამართო ანალოგიურ საკონტროლო პანელზე განგაშის სიგნალის შემოსვლისას სატელეფონო და მობილური კავშირის არხების მეშვეობით ხმოვანი შეტყობინების უზრუნველყოფა არანაკლები ათი აბონენტისათვის;
- სისტემაში მომხდარი განგაშის გამომწვევი შემთხვევებისა და ტექნიკური დაზიანებების დამახსოვრება (500-ს შემთხვევას);
- დაზიანებული ან შეტყობინების გამომგზავნი მოწყობილობების მისამართის ავტომატურად განსაზღვრა და ამოცნობა;
- გარემოს პირობებთან ელექტრომაგნიტური თავსებადობა;
- შემავალი ძაბვა – დიაპაზონი 220 ვ;
- შემავალი დენი – არა უმეტეს  0.2 ა;
- ნორმალური რეჟიმის დენი – არა უმეტეს 75 მა;
- ხანძრის განგაშის რეჟიმის დენი – არა უმეტეს 150 მა;
- სისტემის შესაბამისობა -სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ევროსტანდარტ DBS  EN 54.

სამისამართო  ფოტოელექტრონული კვამლის დეტექტორი
დეტექტორი შეიცავს მძლავრ მიკროპროცესორს, რომელიც მაღალი სიზუსტით მართავს დეტექტორის მგრძნობიარობას, მასში მიმდინარე სასიგნალო პროცესებსა და კავშირს დეტექტორსა და მართვის პულტს შორის. დეტექტორის მგრძნობიარობა რეგულირდება მართვის პულტიდან შემდეგ ინტერვალში 0,8%-2%. მისი გაჭუჭყიანების შემთხვევაში ავტომატურად რეგულირდება მგრძნობიარობა და შესაბამისად მართვის პულტიდან გაიცემა შეტყობინება დატექტორის გაწმენდის მოთხოვნაზე.                                                   

დეტექტორის ტექნიკური მახასიათებლები

დეტექტორის ტექნიკური მახასიათებლები შეესაბამება ცხრილში მოყვანილ სიდიდეებს:

  ნომინალური ძაბვა

  22 v

  ნომინალური დენი

  290 მკა

  სახანძრო განგაშის რეჟიმის დენი

  10 მა

 ნორმალური მუშაობისათვის საჭირო ტემპერატურული დიაპაზონი

  -10°+60 °C

  გაბარიტები

  დიამეტრი არა უმეტეს 124 მმ
სიმაღლე არა უმეტეს 58 მმ

 


  Copyright © Ltd "Ariasi". All rights reserved. საიტის დამზადება