შ.პ.ს.
სახანძრო სიგნალიზაცია
”ნაპერწკალი”

 


პარტნიორი საიტები

აირით ქრობის სისტემა

ავტომატური ცეცხლის ქრობის სისტემა “ინერგენი”
სერვერების, ატეესების და საცავებისათვის.

        “ინერგენი” არის ატმოსფეროში არსებული აირების ნაზავი - აზოტი, არგონი და ნახშიროჟანგი (შესაბამისად 52%, 40% და 8 %).
       “ინერგენ”-ის თვისებები:

• ეფექტურობა
       “ინერგენ”-ის მოწყობილობებში გამოიყენება ცეცხლის ქრობის მეთოდი, რომლის დროსაც ხდება დასაცავ შენობაში ჟანგბადის კონცენტრაციის 21%-დან 12.5%-მდე მცირდება (როდესაც წვა ჩერდება). “ინერგენ”-ის ხვედრითი წონა ძალიან ახლოა ჰაერის ხვედრითი წონასთან და ამიტომ არ ხდება მისი დაგროვება შენობის ქვედა ნაწილში, როგორც ხდება ფრეონის ან ნახშიროჟანგის შემთხვევაში. ამის გამო  “ინერგენ”-ი თანაბრად ერევა ჰაერში და ოთახის მთელ სივრცეში თანაბრად ნაწილდება და ხანგრძლივად რჩება მისი კონცენტრაცია ოთახში, ხოლო სხვა აირები მათი სიმძიმის გამო, გამოფრქვევისთანავე ძირს ილექება და ზედა სივრცეს ტოვებს დაუცველს აალებისგან.

• უსაფრთხოება ადამიანისათვის
       “ინერგენ”-ი სრულიად უსაფრთხოა ადამიანისთვის. რადგანაც იგი შედგება იმ გაზებისაგან, რომლებიც ქმნიან ჩვენს ატმოსფეროს, იგი არის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო, იგი რეკომედირებულია მრავალი ქვეყნის ეკოლოგიური ორგანიზაციების მიერ.
      განსხვავებით მისგან, ცეცხლის ქრობისთვის ცალკე გამოყენების შემთხვევაში ნახშიროჟანგი, ფრეონი საკმაოდ ეფექტური აირებია მაგრამ საშიშნი არიან ადამიანის სიცოცხლისთვის.
რადგან ისინი იწვევენ ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაციის ძლიერ შემცირებას და ტოქსიკურ გარემოს ქმნიან.

• უდანაკარგო საშუალება
       “ინერგენ”-ი უსაფრთხოა ყველა სახის ელექტრო ხელსაწყოსთვის და საბუთებისათვის, რადგანაც იგი არის არაგამტარი, არაკონდესირებადი, მშრალი აირი რომრლიც შეიძლება გამოიყენებოდეს ელექტრო ხელსაწყოებში. იგი არ იწვევს ტემპერატურის ძალიან დაწევას, როგორც ეს ხდება ხლადონის ან ნახშიროჟანგის შემთხვევაში, ტემპერატურის ძლიერ დაწევა იწვევს ელექტრო ხელსაწყოების დაზიანებას და მოწყობილობების შიგნით წარმოქმნის კონდენსატს (რომელიც შეიცავს მჟავას). დაცლის შემდეგ ჰაერს უფრო გამჭვირვალეს და მშრალს ხდის, არ წარმოქმნის დაშლის პროდუქტებს და არ ართულებს ხალხის ევაკუაციას. მისი გამოფრქვევა ხდება 60 წამში.

ზემოთ აღნიშნული ავტომატური ცეცხლის ქრობის სისტემა საქართველოში უკვე დამონტაჟებულია:
     1) “ქართუ ბანკი”ს სათაო ოფისში  ცენტრალურ სერვერში.

     2) კ.ს. “დი-ელ-ეი პაიპერ ღვინაძე და პარტნიორები”-ს სერვერში
   
     3) “პროგრესს ბანკის” ცენტრალური სერვერი

       სერტიფიცირება:
Danish Maritime Authority ( დანია ) სერტიფიკატი №199903174 от 31. 03.2000 წ .;

-Korean Register of Shipping (სამხრეთ კორეა) სერტიფიკატი № СР N06492-FD001 от 10.03.2000 წ .;

-Det Norske Veritas ( ნორვეგია ) სერტიფიკატი №F-15999 от 11.08.1999 წ .;

-Maritime and Coastguard Agency (ინგლისი) სერტიფიკატი №Mშ022/009/0901 от 08.07.2002 წ .;

- Swedish Maritime Administration (შვეცია);

რუსეთის ფედერაციის საზღვაო ნაოსნობის რეგისტრი, სერტიფიკატი: -№02.001147.009 от 05.11.2002წ.;

       ასევე აქვს: საფრანგეთის; გერმანიის; პოლონეთის; შვეიცარიის კვლევითი ორგანიზაციების დასკვნები.

  Copyright © Ltd "Ariasi". All rights reserved. საიტის დამზადება